დღეს დიდგორობაა – სახალხო დღესასწაული, რომელიც 1121 წელს მომხდარ დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად ყოველი წლის 12 აგვისტოს იმართება.
ამ თარიღთან დაკავშირებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე ადგილობრივი მოსახლეობა, ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები შეიკრიბნენ. სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. სიტყვით გამოვიდნენ ასევე წმინდა სინოდის წევრები.
ირაკლი კობახიძემ ამ ისტორიულ თარიღსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დიდგორობა ქართველი ერის ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა.
.
სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ადგილზე მოეწყო საგამოფენო სივრცეები, გაიმართა სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის სპორტული შეჯიბრებები. დღესასწაულის ფარგლებში ასევე იმართება კონცერტი და თეატრალიზებული წარმოდგენა.