კატეგორიები

სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული 11-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული 11-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული 11-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა.

ბაჩიაშვილი მეორე ინსტანციაში მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. გიორგი გელაშვილმა იგი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ცნო დამნაშავედ.

სააპელაციო სასამართლოში ბაჩიაშვილის საქმეს მოსამართლეები პაატა სილაგაძე, დავით მამისეიშვილი და გიორგი კურატიშვილი განიხილავდნენ.

გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ მისი სამართლებრივი დევნა პოლიტიკურია და ეს „პირადი შურისძიებაა“.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები