სასამართლომ მიიჩნია, რომ მასწავლებლისა და აქტივისტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის გაუქმების შემთხვევაში ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების რისკები არსებობს.
ადვოკატების პოზიციაა, რომ ნინო დათაშვილის პატიმრობა უკანონოა და რომ საგამოძიებო უწყება ვერ ასაბუთებს, თუ რატომ უნდა იყოს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე გამოყენებული ბრალდებული მასწავლებლის მიმართ. წინასასამართლო სხდომა უკვე მერვე საათია მიმდინარეობს.
ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავება.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლის კითხვას, მიიჩნევს თუ არა თავს დამნაშავედ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაში, ნინო დათაშვილმა უპასუხა, რომ თავს არათუ დამნაშავედ, არამედ დაზარალებულად ცნობს