კატეგორიები

საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირის საქმეზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიან

საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირის საქმეზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიან

საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირის მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ, 7 აგვისტოს, პროცესზე პირველად იკითხებიან დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები.

ზვიად ცეცხლაძის მეგობარმა ანა პეტროსიანმა 2024 წლის 4 დეკემბრის შესახებ ისაუბრა, გაიხსენა, თუ როგორ დააკავეს ზვიად ცეცხლაძე. მან თქვა, რომ როდესაც ზვიადთან ერთად იყო, მივიდნენ პოლიციელები და ტელეფონი წაართვეს, დააზუსტეს ვინაობა და შემდეგ უთხრეს, რომ დაკავებული იყო და უნდა გაჰყოლოდა. როგორც მოწმემ განაცხადა, ტელეფონი მისი იყო და არ დაულუქავთ. ანა პეტროსიანის განცხადებით, არ უნდოდათ, რომ მას ზვიად ცეცხლაძის დაკავების კადრები გადაეღო.

ამ სისხლის სამართლის საქმეში სამ ბრალდებულს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხუთს კი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 6-დან 9 წლამდე, დანაშაულში მონაწილეობაში ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევსა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები