მთავარისაქართველოსაპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირის მორიგი პროცესი

საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირის მორიგი პროცესი

საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე პირველად დაკითხეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები, ანა პეტროსიანი და დავით კაკაშვილი, ბოლოს კი გამოიკვლიეს წერილობითი მტკიცებულებებიც.

მოწმე ანა პეტროსიანმა განაცხადა, რომ ის ზვიად ცეცხლაძის მეგობარია, რომელიც მის დაკავებას 2024 წლის 4 დეკემბერს შეესწრო. მან დეტალურად გაიხსენა თუ როგორ დააკავეს ზვიად ცეცხლაძე. თქვა, რომ იმ პირების ამოცნობა, ვინც ზვიად ცეცხლაძე დააკავა შეუძლებელია, რადგან მათ შავი სამოსი ეცვათ.

მოწმემ თქვა, რომ ზვიადს ტელეფონი წაართვეს, დააზუსტეს ხომ ნამდვილად ზვიადი იყო და შემდეგ, უთხრეს, რომ დაკავებული იყო და მათ უნდა გაჰყოლოდა.

მოწმემ  თქვა, რომ ეს ტელეფონი მისი იყო და არა ზვიადის, და რომ მობილურის წართმევის შემდეგ ის არ დაულუქავთ. მოწმის განცხადებით, ბოლოს მისი მობილური ზვიად ცეცხლაძის სახლში დაფიქსირდა ჩართული. მანვე წარადგინა მისი ტელეფონის გადაადგილების კოორდინატები. მოწმის ვარაუდით, მისი ტელეფონი იმიტომ წაართვეს ზვიადს, რომ ის ერთადერთი იყო მაშინ ადგილზე ვისაც ზვიად ცეცხლაძის დაკავების გადაღება შეეძლო.

რაც შეეხება მეორე მოწმეს, დავით კაკაშვილმა განაცხადა,რომ 28 ნოემბერს, 29 რომ თენდებოდა, იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, და მობილურით იღებდა, მან თქვა, რომ მისი ყურადღება მიიპყრო ერთმა პიროვნებამ – ეს იყო ნიკოლოზ ჯავახიშვილი. მოწმის განცხადებით, ის შეესწრო ფაქტს, როცა ბრალდებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი ფოიერვერკს ისროდა, თუმცა მისივე განცხადებით, ის ცისკენ იყო მიმართული და ამის შედეგად არავინ დაზიანებულა.

სხდომათა დარბაზში ჩართეს ამის ვიდეომტკიცებულებაც. გარდა ამისა ბრალდების მხარემ, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ბევრი მოწმე დაკითხვაზე არ გამოიძახა, ადვოკატების განცხადებით კი ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დაეთანხმა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ამართლებს.

სამ ბრალდებულს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხუთს კი მასში მონაწილეობას ედავება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend