მთავარისაქართველოოპოზიციის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა. მათ რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს. პოლიტიკოსების თქმით, დაღუპულთა თავგანწირვა მაგალითი უნდა იყოს სრულიად საქართველოსთვისა და მომავალი თაობებისთვის.

„უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სიცოცხლე არ არსებობს. ჩვენმა ბიჭებმა სიცოცხლე დათმეს ყველაზე დიდი ღირებულებისთვის – თავისუფლებისთვის. არათუ ამ ღვაწლის დაფასება, არამედ მთელი ჩვენი ქვეყანა უნდა ცხოვრობდეს ამ მაგალითით. ბუნებრივია, ამ ბიჭებისა და სხვა გმირების ბრძოლა საქართველოში უკვალოდ არ ჩაივლის და აუცილებლად გვექნება ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა. ის ბრძოლა, რომელშიც ჩვენი გმირები დაეცნენ, არ დასრულებულა…“ – თქვა კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, თუმცა პარტიის ლიდერთა ნაწილი ჩავიდა ქვემო ალვანში. მათ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას მიაგეს პატივი. ყოფილი სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, „საქართველო შიდა თუ გარე მტრის წინაშე არასდროს დაიჩოქებს“:

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ჩავიდნენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში. მათ „ომის მუზეუმი“ მოინახულეს და ისაუბრეს რუსულ აგრესიაზე. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიაში გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკაც. მათი თქმით, ომის საქართველოსთვის დაბრალების მცდელობა მხოლოდ კრემლის ინტერესებს ემსახურება.

2008 წლის აგვისტოს ომისას დაღუპულთა მემორიალთან და საფლავებთან 7 აგვისტოს არ მისულან „ქართული ოცნების“ ლიდერები. წლებია, ხელისუფლების ლიდერები დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ 8 აგვისტოს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:29
spot_imgspot_img
Send this to a friend