კატეგორიები

ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდებიან

ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდებიან

7-8 აგვისტოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ს ეწვევა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს.

დიპლომატიური ვიზიტის ფარგლებში სომხეთ-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხზე ნიკოლ ფაშინიანი შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.

მოგვიანებით კი სამმხრივი შეხვედრა გაიმართება დონალდ ტრამპს, ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

დაკავშირებული ამბები
რუსეთის მორიგი ულტიმატუმი სომხეთს - მოსკოვი ერევნისგან რეფერენდუმს მოითხოვს ბაქო და ბერლინი ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობას აღრმავებენ
სხვა ამბები