კატეგორიები

ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე

ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე

მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა. პროკურორების თქმით, არსებობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმალვისა და ახალი დანაშაულის, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

საქმე ეხება 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში მომხდარს. პროცესზე ნიკა მელია მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს სიტყვით მიმართავდა, რა დროსაც მას წყალი შეასხა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. მოგვიანებით მის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა. პროკურატურა მას მოსამართლის შეურაცხყოფას ედავებოდა, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები