კატეგორიები

საქართველოში არ შემოუშვეს კიდევ ერთი უცხოელი ჟურნალისტი

საქართველოში არ შემოუშვეს კიდევ ერთი უცხოელი ჟურნალისტი

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ საქართველოში უცხოელი ჟურნალისტების არშემოშვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, ამ ტენდენციას გმობს და მას „ავტორიტარიზმის ზრდის შემაშფოთებელ ნიშანს“ უწოდებს.

ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, წერია, რომ საქართველოში არ შემოუშვეს კიდევ ერთი უცხოელი ჟურნალისტი, ფრანგი ფოტორეპორტიორი ჰიშამ ელ ბუმიდი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს აშუქებდა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე უცხოელი რეპორტიორი არ შემოუშვეს.

 

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები