კატეგორიები

რუსეთმა ალეკო ელისაშვილი ძებნილთა სიაში შეიყვანა

რუსეთმა ალეკო ელისაშვილი ძებნილთა სიაში შეიყვანა

რუსეთმა ალეკო ელისაშვილი ძებნილთა სიაში შეიყვანა. მოსკოვი მას ბრალს სდებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარეს ბრძოლასა და „შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულად მონაწილეობაზე“.

ქვეყნის გენერალური პროკურატურის თანახმად, ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უკრაინაში 2022 წლის მარტში ქართული ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა.

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. „უზენაესმა სასამართლომ“ აღკვეთის ღონისძიების სახით მას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები