კატეგორიები

„მტკიცე სული 2025-ის” კულმინაციური საველე სწავლება საბრძოლო სროლით გაიმართა

„მტკიცე სული 2025-ის” კულმინაციური საველე სწავლება საბრძოლო სროლით გაიმართა

მრავალეროვნული სწავლების, „მტკიცე სული 2025-ის“ ფარგლებში ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული ასეულის დონის ქვედანაყოფის კულმინაციური საველე სწავლება საბრძოლო სროლით ჩატარდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომბინირებულ სწავლებას მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ კრის მარშალთან ერთად დაესწრო.

მათივე ინფორმაციით, ვაზიანში იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები,  ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის  სამსახურისა (ODC)  და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წარმომადგენლები.

„მტკიცე სული“ საქართველოში უკვე მეთორმეტედ ტარდება. სწავლების მიზანი მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლება, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებაა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები