კატეგორიები

7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გაგაუზიის პრორუს გუბერნატორს

7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გაგაუზიის პრორუს გუბერნატორს

კიშინაუს საქალაქო სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა გაგაუზიის ავტონომიური ოლქის პრორუს გუბერნატორ ევგენია გუცულს.

პოლიტიკოსი დამნაშავედ ცნეს რუსეთიდან პარტიის დაფინანსებისთვის საჭირო თანხის მიღებასა და არჩევნების გაყალბებაში.

ევგენია გუცული ღიად აკრიტიკებდა მოლდოვის პროდასავლურ ხელისუფლებას და პერიოდულად სტუმრობდა მოსკოვს, სადაც რუს მაღალჩინოსნებს ხვდებოდა. მოლდოვაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობისთვის მას სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა და აშშ-მა.

გუცულისთვის გამოტანილ განაჩენს კრემლმა „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა და მოლდოვის ხელისუფლება დაადანაშაულა „დემოკრატიის ხელყოფაში“.

დაკავშირებული ამბები
ბრიუსელი ევროკავშირში მოლდოვის შეუფერხებელი გაწევრიანების საფუძველს ამზადებს მოლდოვაში უკრაინის საზღვართან ახლოს რუსული დრონი იპოვეს
სხვა ამბები