კატეგორიები

სამცხე-ჯავახეთში სატყეო გზების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სამცხე-ჯავახეთში სატყეო გზების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
სამცხე-ჯავახეთში, სოფელ კეხოვანში, 3 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო გზების მოწყობისთვის სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტის ,,ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ II ფაზის ფარგლებში.

ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. სოფელ კეხოვანში სატყეო გზები ეწყობა სლოვენიური პრაქტიკისა და ევროსტანდარტების გათვალისწინებით.

პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის და ზავიტა კონსალტინგის კონსორციუმის მიერ ხორციელდება.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები