მთავარისაქართველოუკანონო მიგრანტების გაძევება

უკანონო მიგრანტების გაძევება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 36 მოქალაქე გააძევეს.

უწყების ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელარუსის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნეპალის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, ფილიპინებისა და ჩინეთის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობით მათ ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 36 მოქალაქე გააძევეს.

ქვეყნიდან გააძევეს: აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელარუსის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნეპალის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, ფილიპინებისა და ჩინეთის, ჯამში, 36 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეში მიგრაციის დეპარტამენტმა უწყების სხვა დანაყოფებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 115 მოქალაქე საქართველოდან გააძევა, ხოლო 2025 წლის შვიდი თვის სტატისტიკური მონაცემებით, სულ გაძევებულია უცხო ქვეყნის 640 მოქალაქე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 233-პროცენტიან ზრდას წარმოადგენს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend