მთავარისაქართველოსტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე

სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე

30 ივლისი სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა.

მათ პატივსაცემად მოქალაქეები ინგოროყვას ქუჩაზე, ე.წ. „ჩეკას სახლთან“ შეიკრიბნენ. 1921-1934 წლებში სწორედ ეს შენობა იყო საბჭოთა რუსული ოკუპაციისა და ტერორის მთავარი ცენტრი.

წლევანდელი ღონისძიების ფოკუსი 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება იყო. შეკრებილებმა აჯანყების სასტიკად ჩახშობისას საბჭოთა რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დახვრეტილთა გვარები წაიკითხეს.

ე.წ. „ჩეკას შტაბ-ბინასთან“ გამოფინეს სტალინური ტერორის მსხვერპლთა ფოტოებიც. მოქალაქეები ამბობენ, რომ თითქმის ერთი საუკუნის გასვლის მიუხედავად, რუსული ოკუპაცია და ტერორი კვლავ რჩება საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქართული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ.

მათივე თქმით, დღეს მოსკოვი ჰიბრიდული ომითა და სამხედრო აგრესიით ცდილობს, ჩაახშოს თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეების ხმა.

ტრაგიკული თარიღის მსხვერპლთა გასახსენებლად 30 ივლისი სიმბოლურად არის შერჩეული. 1937 წლის 30 ივლისს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა გამოსცა ბრძანება, რომელმაც სათავე დაუდო სტალინური რეპრესიების ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ტალღას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend