თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მებაჟე ოფიცერმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო-ინსპექტირების სკანერით დათვალიერებისას საეჭვო შიგთავსი აღმოაჩინა. ამის შემდეგ უფლებამოსილმა პირმა ბარგი სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით მონიშნა და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა. უწყების ცნობით, სამართალდამრღვევ მოქალაქეს სამგზავრო ჩანთაში 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებები საკონდიტრო ნაწარმის ორ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული.
„საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჩართულობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილმა პირმა განახორციელა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.
სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სამგზავრო ჩანთაში, 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებები („მეთადონი“, „მდმა“, „კეტამინი“) საკონდიტრო ნაწარმის ორ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული.
„გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლების შესაბამისად აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება“, – წერია განცხადებაში.