მთავარისაქართველოსაქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჟენევაში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჟენევაში

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, ხელმძღვანელობით პარლამენტის დელეგაცია ჟენევაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ქართველი პარლამენტარები შვეიცარიაში მსოფლიო სპიკერების მე-6 კონფერენციაში მონაწილეობენ.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში იგი პანელურ დისკუსიასა და გენერალურ დებატებში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სიტყვით გამოვა. შალვა პაპუაშვილის თქმით, იგი ევროპელ და სხვა კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

„ჟენევაში კონფერენცია დღესაც გრძელდება. მექნება შესაძლებლობა, როგორც პანელური დისკუსიის ფარგლებში, ასევე გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდე და კოლეგებს მივმართო. აგრეთვე, მექნება ორმხრივი შეხვედრები ევროპელ და სხვა კოლეგებთან, სადაც არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაზე ვისაუბრებთ. მეორე მხრივ, ვისაუბრებთ ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და იმ საერთაშორისო გამოწვევებზე, რაც მთლიანი რეგიონისა და საქართველოსთვის არსებობს.

კონფერენცია თავისი რიცხოვნობით გამორჩეულია, ასზე მეტი პარლამენტის თავმჯდომარე იღებს მონაწილეობს. ორმხრივი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, პარლამენტის თავმჯდომარეები ერთ სივრცეში შეიკრიბონ და საკითხები გააზიარონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დელეგაციის წევრთა განცხადებით, ევროპელ კოლეგებს საქართველოში არსებული ვითარებისა და სადავო კანონების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. გარდა ამისა, პარლამენტის ინფორმაციით, ამ შეხვედრებზე საქართველოს დელეგაცია საუბრობს როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend