კატეგორიები

მოსკოვის მტკიცებით, უკრაინა გეგმავს რუსეთ-აზერბაიჯანს შორის ეთნიკური შუღლის გაღვივებას

მოსკოვის მტკიცებით, უკრაინა გეგმავს რუსეთ-აზერბაიჯანს შორის ეთნიკური შუღლის გაღვივებას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას მტკიცებით, უკრაინა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის „ეთნიკური შუღლის გაღვივებას აპირებს“.

დიპლომატი აცხადებს, რომ მოსკოვისთვის ცნობილია კიევის გეგმები. კერძოდ, მარია ზახაროვას თქმით, „უკრაინის უშიშროების სამსახური გეგმავს, დაიქირაოს ჯგუფები, რომლებიც ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ მზად არიან, რუსული დროშის ქვეშ აზერბაიჯანის მოქალაქეებისა და კულტურული ობიექტების წინააღმდეგ დივერსია მოაწყონ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ვარაუდობს, რომ კიევი საფუძვლად „რუსეთისა და აზერბაიჯანის მიმდინარე კონფლიქტურ სიტუაციას გამოიყენებს“.

მისივე თქმით, წარმატების შემთხვევაში, უკრაინა ეცდება, ვირუსულად გაავრცელოს ინფორმაცია კრემლის მხრიდან ბაქოს მიმართ აგრესიაზე აზერბაიჯანულ, თურქულ და ევროპულ მედიაში.

დაკავშირებული ამბები
დაღესტანში გასულ უქმეებზე კოკისპირულ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა პუტინმა ფაშინიანს მიანიშნა, რომ ევროინტეგრაცია და ევრაზიული კავშირის წევრობა შეუთავსებელია
სხვა ამბები