მთავარისაქართველონიკა კაციას საქმეზე დაკითხეს დაცვის მხარის მოწმეები

ნიკა კაციას საქმეზე დაკითხეს დაცვის მხარის მოწმეები

თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა პროევროპული აქციებისას დაკავებული ნიკა კაციას პროცესი.

საქმის განხილვა გაგრძელდა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით. დაიკითხა ბიოლოგიური ექსპერტი. მან თქვა, რომ საკვლევი ობიექტის ერთი მხრიდან აიღო ანაწმენდები დნმ-ისთვის, მეორე მხარე კი დარჩა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზისთვის.

მისივე განმარტებით, ჩატარებული კვლევის შედეგად, ნიკა კაციას თითის ანაბეჭდი არ ამოვიდა.

29 ივლისის პროცესზე სხდომათა დარბაზში გამოიძახეს კიდევ ერთი მოწმე თამარ ყელბერაშვილი. მან თქვა, რომ 2024 წლის 7 დეკემბერს იყო აქციაზე, ღამის თერთმეტი საათისთვის მიწერა ნიკა კაციას, დაინტერესდა, სად იყო და პასუხად მიიღო, რომ სახლში. მოწმემ განაცხადა, რომ მოგვიანებით მისი დაკავების შესახებ გაიგო.

პროცესზე თამარ ყელბერაშვილმა ასევე თქვა, რომ „ნიკა კაციას დაჭერით ემუქრებოდნენ”.

საქმეზე მომდევნო პროცესი 5 აგვისტოს გაიმართება. სხდომაზე წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია ნარკოდანაშაულის ბრალდებით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend