მთავარისაქართველო„ყველა მომავალი გამოსახლების წინააღმდეგ!” - აქცია თბილისის მერიასთან

„ყველა მომავალი გამოსახლების წინააღმდეგ!” – აქცია თბილისის მერიასთან

თბილისში თვალჭრელიძის ქუჩიდან გამოსახლებულთა ნაწილმა დედაქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა.

ისინი ამბობენ, რომ ხუთი დღის განმავლობაში მათთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ არც თბილისის მერს და არც სხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს.

გამოსახლებულთა მხარდასაჭერად შარტავას ქუჩაზე მივიდნენ სხვა მოქალაქეებიც. მათი განცხადებით, საქართველოში კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება სოციალურად დაუცველების, დევნილებისა და უსახლკაროების საცხოვრისით უზრუნველყოფა. გამოსახლებული მოქალაქეების მსგავსად, ისინიც საუბრობენ თბილისის მერიისა და შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების პასუხისმგებლობაზეც.

თბილისის მერიასთან მივიდნენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც ამბობენ, რომ საცხოვრებლებიდან გამოსახლება მათაც ემუქრებათ. შეკრებილები კვლავ მოითხოვენ დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან შეხვედრას, რათა გააცნონ ის პრობლემები, რომლებიც თვალჭრელიძის ქუჩის პირველი ნომრიდან გამოსახლებულებს აქვთ.

24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციამ და აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა შენობებიდან მოქალაქეები გამოასახლეს. იმავე დღეს დაიწყო ამ შენობების დემონტაჟი.

მაშინ აღსრულების პოლიციამ განმარტა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, შენობას მინიჭებული აქვს მეოთხე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend