მთავარიამერიკაბრაზილიარიო-დე-ჟანეიროში ფერადკანიანმა ქალებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს

რიო-დე-ჟანეიროში ფერადკანიანმა ქალებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს

27 ივლისს ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში, კოპაკაბანის სანაპიროზე, ასობით ფერადკანიანმა ქალმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყო. ისინი გმობდნენ რასიზმს და მოითხოვდნენ თანასწორობას ფერადკანიანებისთვის. საპროტესტო მსვლელობისას გამოჩნდა ბანერები, რომლებზეც ეწერა: „იბრძოლე, როგორც ფერადკანიანმა დედამ“, „ფერადკანიანი ქალები ბრძოლაში“.

„კანონის მიხედვით, რასიზმი დანაშაულია. დღევანდელი მსვლელობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ძალა, სიმტკიცე  და პოზიცია ინსტიტუციური რასიზმის წინააღმდეგ. ჩვენ პატივს არ გვცემენ მხოლოდ ჩვენი კანის ფერის გამო“, – ამბობს მსვლელობის მონაწილე მონიკა სანტოსი.

ბრაზილიის გამოყენებითი ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მონაცემებით, ფემიციდის მსხვერპლთა 66% ფერადკანიანი ქალია. ისინი ასევე უთანასწორო მდგომარეობაში არიან, როცა საქმე ანაზღაურებასა და უფლებების დაცვას ეხება.

მსვლელობა რიო-დე-ჟანეიროს ფერადკანიანი ქალების სახელმწიფო ფორუმის ორგანიზებით მოეწყო. მიმდინარე წლის ნოემბერში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ბრაზილიაში უფრო მასშტაბური მსვლელობაა დაგეგმილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend