კატეგორიები

პირდაპირი ავიამიმოსვლა მოსკოვსა და ფხენიანს შორის

პირდაპირი ავიამიმოსვლა მოსკოვსა და ფხენიანს შორის

1990-იანი წლებიდან პირველად, მოსკოვსა და ფხენიანს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს თანახმად, რეისი თვეში ერთხელ, შერემეტიევოს აეროპორტიდან და უკუმიმართულებით შესრულდება. ორმხრივი საჰაერო მიმოსვლისთვის გამოყოფილია 400-ზე მეტ მგზავრზე გათვლილი „ბოინგის“ თვითმფრინავი. ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებამდე ეს ბორტი მოსკოვიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაფრინავდა.

ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ავიამიმოსვლა განახლდა ფხენიანთან მოსკოვის სამხედრო-პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ფონზე.

გარდა საჰაერო გზისა, მიმდინარე წლის ივნისიდან მოსკოვი და ფხენიანი ერთმანეთს სარკინიგზო მარშრუტითაც დაუკავშირდნენ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ჩრდილოეთ კორეა კრემლის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე გახდა. უკრაინის წინააღმდეგ ომში ფხენიანი რუსულ ჯარს შეიარაღებითა და ცოცხალი სამხედრო ძალით ეხმარება.

დაკავშირებული ამბები
ჩრდილოეთ კორეა ირანისგან დისტანცირებას ცდილობს კიმ ჩენ ინი მუშათა პარტიის ლიდერად ხელახლა აირჩიეს
სხვა ამბები