კატეგორიები

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ წერს

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ წერს

„საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე მისი მთავრობა არ გადაუხვევს ავტორიტარული გზიდან“, – ამის შესახებ ევროპარლამენტი „ფეისბუკზე“ წერს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას თან ერთვის საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის 9 ივლისის განცხადება. მასში ბრიუსელი კვლავ საუბრობს საქართველოში არსებულ, მათი შეფასებით, რეპრესიულ გარემოსა და დემოკრატიის უკუსვლაზე, ათწლეულების განმავლობაში არსებული პროგრესის შემდეგ.

ევროპარლამენტის ამავე განცხადების თანახმად, ის არ აღიარებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაციას. ბრიუსელის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ, ამიტომ ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ რეფორმებს.

9 ივლისს ევროპარლამენტმა 490 ხმით საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები