„ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები ჩინეთთან დაბალანსებული სავაჭრო ურთიერთობების მოთხოვნით გამოდიან”, – ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიუ კოშტამ ქვეყნის ლიდერ სი ძინპინთან საუბრისას განაცხადეს.
სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრისას მათ ხაზი გაუსვეს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრის აუცილებლობას, რომელიც ამჟამად 300 მილიარდ ევროს შეადგენს. ჩინური მხარე იმედოვნებს, რომ ურთიერთპატივისცემასა და ღიაობაზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობები ამ გამოწვევების უმტკივნეულოდ დაძლევის წინაპირობა იქნება.
„ევროპას ყოველთვის სჯეროდა თავისუფალი ვაჭრობის ძალის იმისათვის, რომ მოიტანოს კეთილდღეობა, ამ მხრივ შეჯიბრება უნდა იყოს სამართლიანი. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი დღევანდელი სავაჭრო ურთიერთობები უნდა იყოს უფრო დაბალანსებული. მისი დაბალანსება საჭიროებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ძლიერი ურთიერთობების ინტერესში შედის”, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
Both Europe and China are committed to multilateralism and the UN Charter.
So we raised the crucial issue of Russia’s war on Ukraine.
We asked China to use its influence to bring Russia to accept a ceasefire, enter peace talks and put an end to the bloodshed. pic.twitter.com/vTeFah4vSo
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) July 24, 2025
ევროსტრუქტურების ლიდერები პეკინში ევროკავშირისა და ჩინეთის ერთობლივ სამიტთან დაკავშირებით იმყოფებიან. ეს შესაძლებლობა ბრიუსელმა მორიგ ჯერზე გამოიყენა და მოუწოდა პეკინს, გამოიყენოს საკუთარი გავლენა, რათა მოსკოვმა უკრაინაზე აგრესია შეაჩეროს. ეს მსგავსი შინაარსის პირველი მოწოდება არ არის, თუმცა ამ დრომდე მას ჩინეთიდან რეაგირება არ მოჰყოლია.