მთავარისაქართველოსტრასბურგის სასამართლოს კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე

სტრასბურგის სასამართლოს კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე

ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კითხვებს აქვეყნებს.

საქმის განხილვისას, მათზე პასუხების გაცემა საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს. სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდის თანახმად, კითხვები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლთანაა დაკავშირებული.

ერთ-ერთია კონვენციის მე-18 მუხლი, რომლის დარღვევა დგინდება იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში არსებული უკანონობის მასშტაბები სცდება უბრალოდ მატერიალური კონვენციური მუხლების დარღვევას.

ასევე კითხვები მოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლიდან, რაც პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას ითვალისწინებს.

სტრასბურგის ვებგვერდზე წერია, რომ სასამართლოს საქართველოს ხელისუფლებასთან კითხვები ექნება გამოხატვის თავისუფლების საკითხზეც, რაც კონვენციის მე-10 მუხლით არის გათვალისწინებული.

2025 წლის 26 ივნისს მზია ამაღლობელის უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო ჟურნალისტის საქმის განხილვა. საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, შესაძლოა, საქმემ „მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის“ სტატუსიც მიიღოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend