მთავარიმსოფლიოკავკასიასომხეთის ეკლესიის პასუხი ნიკოლ ფაშინიანს

სომხეთის ეკლესიის პასუხი ნიკოლ ფაშინიანს

სომხეთის სამოციქულო ეკლესია ქვეყნის პატრიარქ გარეგინ მეორის შესახებ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას პასუხობს.

წმინდა ეჩმიაძინი სომხეთის ხელისუფლებას „ქვეყნის წინაშე მდგარ მწვავე პრობლემებზე“ ყურადღების გამახვილებისკენ, მრევლს კი „სიფხიზლისა და გონიერებისკენ“ მოუწოდებს.

„20 ივლისს პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ გეგმავს თავისი მომხრეების შეკრების ორგანიზებას ქალაქ ვაღარშაპატის ცენტრალურ მოედანზე. აქ მდებარეობს სომხური სამოციქულო ეკლესიის კათალიკოსის რეზიდენცია. წმინდა ეჩმიაძინი გმობს თავდასხმისა და ძალადობის პროვოცირების მცდელობას და აღიქვამს მას, როგორც სომხეთის ეკლესიისა და მისი თვითმმართველობის

ხელყოფას. მოვუწოდებთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, შეწყვიტოს ანტიეკლესიური და უკანონო კამპანია და ყურადღება გაამახვილოს ქვეყნის წინაშე მდგარ მწვავე პრობლემებზე. ამასთან, მივმართავთ

შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და მაღალჩინოსნებს და მოვუწოდებთ, მიიღონ ყველა საჭირო და კანონიერი მეთოდი ამ უკანონო ღონისძიების აღსაკვეთად. წმინდა ეჩმიაძინი აფასებს დედა ეკლესიისადმი ჩვენი ერის სიყვარულსა და ერთგულებას…

მოვუწოდებთ ერის შვილებს, არ აყვნენ ხელისუფლების პროვოკაციას, შეინარჩუნონ სიფხიზლე და გონიერება, ასევე გაერთიანდნენ ლოცვითა და რწმენით, რათა დაუპირისპირდნენ არსებულ გამოწვევებს“, – ნათქვამია სომხეთის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიმდინარე წლის 20 ივლისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა და მოსახლეობას მოუწოდა „მზად იყვნენ კათოლიკოს გარეგინის საპატრიარქოდან გასაძევებლად.“

უახლესი

სხვა ამბები

00:01:26
spot_imgspot_img
Send this to a friend