საბერძნეთში დააკავეს მოლდოველი ოლიგარქი, დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ვლადიმირ პლაჰოტნიუკი. ამის შესახებ ინფორმაცია მოლდოვის პოლიციის Telegram არხზე გამოქვეყნდა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პოლიციამ ეს ცნობა ინტერპოლიდან ოფიციალური არხებით მიიღო. პლაჰოტნიუკის გარდა, კიდევ ერთი პირია დაკავებული.
გამოცემა Newsmaker.md წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მეორე დაკავებული მოლდოვის ყოფილი პარლამენტის წევრი კონსტანტინ ცუცუა.
ვლადიმერ პლაჰოტნიუკი, რომელიც მოლდოვის დემოკრატიულ პარტიას 2019 წლის ზაფხულამდე ხელმძღვანელობდა, მრავალი წლის განმავლობაში ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა.
იმავე წლის ივნისში, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პლაჰოტნიუკი მოლდოვიდან შვეიცარიაში გაემგზავრა.
მოლდოვაში პლაჰოტნიუკის წინააღმდეგ სამ სისხლის სამართლის საქმეზეა დაპატიმრების ორდერები გაცემული.
მოლდოვაში პლაჰოტნიუკს ბრალი ედება ფულის გათეთრებაში, თაღლითობასა და უკანონო გამდიდრებაში, ასევე ქვეყნის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის გატანაში.
კიშინიოვის სასამართლომ პლაჰოტნიუკის დაუსწრებლად დაპატიმრების ორდერი რამდენჯერმე გასცა. მოლდოვის პროკურატურა მის სამშობლოში ექსტრადიციას მოითხოვს.
ასევე რუსეთის ფედერაციაში პლაჰოტნიუკს დაუსწრებლად წაუყენეს ბრალდება კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში, ნარკოტიკების კონტრაბანდასა და ფულის უკანონოდ გატანაში;