მთავარისაქართველორუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის აეროპორტს ეწვია

რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის აეროპორტს ეწვია

რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ის სოხუმის აეროპორტს ეწვია. მას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ უმასპინძლა.

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ავიარეისები პირველი მაისიდან აღდგდა. რუსული მედიის ინფრორმაციით, მხარეები ბადრა გუნბას მუშაობას გაეცნენ და განიხილეს ურთიერთობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

ალექსანდრ ნოვაკი ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ე.წ. სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაში მონაწილეობს. მან გუნბას მადლობა გადაუხადა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მხარდაჭერისთვის, რომელსაც კრემლი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს. რუსეთის ვიცე-პრემიერის თქმით, მოსკოვსა და სოხუმს აქვთ საერთო იდეები, ინიციატივები და ხედვები.

ოკუპირებულ რეგიონში იმყოფება რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე სერგეი ნაზაროვიც. მან განაცხადა, რომ 2030 წლამდე, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის „მთავრობათაშორისი პროგრამა“ მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისთვის დამტკიცდება. აფხაზური მედიის ინფორმაციით, რუსეთის ვიცე-პრემიერი ოჩამჩირის პორტში ჩასვლასაც გეგმავს, სადაც კრემლი რუსული ფლოტისთვის მუდმივი ბაზის გახსნას აპირებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend