მთავარისაქართველოგამოცემა „ბათუმელების" ინფორმაციით, მკითხველის მხარდაჭერით მედიაორგანიზაციამ დაფარა დავალიანების ძირი თანხა

გამოცემა „ბათუმელების” ინფორმაციით, მკითხველის მხარდაჭერით მედიაორგანიზაციამ დაფარა დავალიანების ძირი თანხა

გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, მკითხველის მხარდაჭერით მედიაორგანიზაციამ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების ძირი თანხა – 47 000 ლარი დაფარა.

შემოსავლების სამსახური პასუხობს გამოცემა „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მედიასაშუალების ანგარიშებისთვის დადებული ინკასოს თაობაზე.

22 ივლისს „ბათუმელების“ ანგარიშებზე დადებულ ინკასოს განცხადებით გამოეხმაურა შემოსავლების სამსახური. უწყების თანახმად, 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით, მედიაპლატფორმა „ბათუმელებს“ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 281, 192.97 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის თანახმად, ანგარიშებს ყადაღა ედება ავტომატურად, „ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით“.

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ მზად არიან, საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოხსნან ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებიდან. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების დასაფარად მზად არიან, გამოცემას შესაბამისი გრაფიკიც დაუწესონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend