კატეგორიები

შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო „ბათუმელების“ ანგარიშებს

შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო „ბათუმელების“ ანგარიშებს
გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურმა მათ ანგარიშებს ინკასო 17 ივლისს დაადო.

უწყება მედიაორგანიზაციას ოფიციალურ მიზეზად დავალიანებას უსახელებს, თუმცა გამოცემა „ბათუმელები“ წერს, რომ რეალური სურვილი მედიასაშუალების საქმიანობის შეწყვეტაა.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას „ბათუმელები“ მათი პატიმრობაში მყოფი დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეს უკავშირებენ.

„ინკასო და უახლეს ერთ კვირაში დაგეგმილი ყველა სხვა ოპერაცია მიმართულია მზია ამაღლობელის გასატეხად, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედიაორგანიზაციის გასანადგურებლად“, – ნათქვამია გამოცემა „ბათუმელების“ განცხადებაში.

მედიაორგანიზაციის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ პირველ ივლისს შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს ხუთ დღეში დაეფარათ არსებული დავალიანება.

„ბათუმელების“ ცნობით, სახელმწიფოს წინაშე არსებულ დავალიანებას გამოცემა აღიარებდა და მის დასაფარად ყოველთვიურად იხდიდა შესაბამის თანხას. მათივე ინფორმაციით, ინკასოს მუქარის შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურისგან მოითხოვეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გრაფიკის დაწესება, ვალის გადასახდელად, რაზეც უწყებისგან უარი მიიღეს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები