კატეგორიები

გიორგი ბურჯანაძე: ეუთო/ოდირს სასამართლო პროცესების მონიტორინგისთვის თანხმობას არ აძლევენ

გიორგი ბურჯანაძე: ეუთო/ოდირს სასამართლო პროცესების მონიტორინგისთვის თანხმობას არ აძლევენ
საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა უფლებადამცველები ეხმიანებიან ,,სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” წარმომადგენლის, გიორგი ბურჯანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ,,პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე ,,ქართული ოცნება” ეუთო/ოდირს მონიტორინგისთვის საჭირო თანხმობას არ აძლევს.”

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მიზეზი ის დარღვევებია, რომლითაც სასამართლო დაკავებულთა საქმეებს განიხილავს. მათი განმარტებით, თუ ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს სხდომებზე დაუშვებენ, ისინი ნახავენ, რომ ბრალდებულები სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ სარგებლობენ.

აქციებისას დაკავებულთა საქმეებზე ეუთო/ოდირი საქართველოში მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის დეკემბერში მოიწვია.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები