კატეგორიები

„მხოლოდ თავისუფალი არჩევნები!” – მორიგი საპროტესტო მსვლელობა

„მხოლოდ თავისუფალი არჩევნები!” – მორიგი საპროტესტო მსვლელობა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საქართველოს პარლამენტის შენობის მიმართულებით მორიგი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.

„მხოლოდ თავისუფალი არჩევნები! უარი რუსულ სპეცოპერაციას!” – სწორედ ეს იყო დღევანდელი, 19 ივლისის, საპროტესტო აქციის მთავარი გზავნილი.

მსვლელობის ორგანიზატორები და მონაწილეები აცხადებენ, რომ თუკი ქვეყანაში არ ჩატარდება ხელახალი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, ისინი მუნიციპალურ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.

დღევანდელი დემონსტრაციის მონაწილეები 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებს „არჩევნებად წოდებულ რუსულ სპეცოპერაციას” უწოდებენ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები