მთავარიმსოფლიოკავკასია„სომხეთი დაინტერესებულია და სურს რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა” - ნიკოლ ფაშინიანი

„სომხეთი დაინტერესებულია და სურს რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ერევანი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო გზებისა და კომუნიკაციების განბლოკვით. ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე, სადაც ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, აზერბაიჯანთან ურთიერთობებზე საუბრისას თქვა, რომ სომხეთი გამოთქვამს მზაობას ბაქოსთან ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა, ასევე აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით მესამე ქვეყნებსა და პირიქით, სომხეთის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სატრანზიტო მიმოსვლა გაიხსნას.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა წინადადება განიხილება სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფარგლებში. მანამდე, აშშ-ის ელჩმა თურქეთში ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ აშშ მზად იყო, საკუთარ თავზე აეღო სატრანსპორტო კომუნიკაციების მართვა.

საუბარია ზანგეზურის დერეფანზე, რომელიც აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას მის ნახიჩევანის რეგიონთან დააკავშირებს. გარდა ამისა, აბუ-დაბიში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების დროს, დიპლომატიური წყაროების ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაციამ მხარეებს ზანგეზურის დერეფნის მართვის საკუთარი გეგმა წარუდგინა.

„ზოგადად, ჩვენი პოზიციაა, რომ სომხეთი დაინტერესებულია და სურს რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა, მათ შორის სომხეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანიდან აზერბაიჯანში სომხეთის ტერიტორიის გავლით, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა, საერთაშორისო კომუნიკაცია სომხეთიდან მესამე ქვეყნებში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანიდან მესამე ქვეყნებში სომხეთის ტერიტორიის გავლით, ასევე სატრანზიტო გაცვლა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ამ კუთხით მუდმივ ინტერესსა და მზადყოფნას ვავლენთ. ამ საკითხის განხილვისას, მტკიცედ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ყველა ამ პროცესს განვიხილავდით და განვიხილავთ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფარგლებში.  ნებისმიერი დისკუსია მიმდინარეობდა და გაგრძელდება ამ კონტექსტში. ჩვენ არასდროს გვქონია დისკუსიები, რომლებიც გამოეყოფოდა ხსენებული პრინციპების დღის წესრიგს ან ეწინააღმდეგებოდა მას“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend