რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს აზერბაიჯანის დიასპორის ხელმძღვანელის შვილი.
მამამისი შაჰინ შიხლინსკი რუსულმა მილიციამ ცოტა ხნის წინა დააკავა და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა. რუსული და აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საქმე ეხება ძმები საფაროვების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, რომელიც 2000-იან წლებში მომხდარ მკვლელობებთანაა დაკავშირებული.
თავად მუტვალა შიხლინსკის დაკავება კიდევ ერთი ნაწილია იმ მოვლენებისა, რომლებიც ბოლო დროს აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ვითარდება და დიპლომატიურ დაძაბულობას იწვევს.
ბოლო კვირებია, რუსეთში აზერბაიჯანის, ხოლო აზერბაიჯანში რუსეთის მოქალაქეებს აკავებენ სხვადასხვა ბრალდებით. ორივე ქვეყნის მედია წერს, რომ დაკავებულებზე ფიზიკურად ძალადობენ.
მოსკოვმა და ბაქომ დიპლომატებიც გამოიძახეს საპროტესტო ნოტების გადასაცემად.