მიხეილ ყაველაშვილი შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლათს.
როგორც ყაველაშვილი ამბობს, მან და ომერ ბოლათამ ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.
მისივე თქმით, თურქეთის ვაჭრობის მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
„ასევე ხაზი გავუსვი, რომ საქართველო აფასებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება”,- წერია მიხეილ ყაველაშვილის გამოქვეყნებულ განცხადებაში.