კატეგორიები

„დეზინფორმაციით იყო გაჯერებული“- ირაკლი კობახიძე ევროპის 17 ქვეყნის განცხადებაზე

„დეზინფორმაციით იყო გაჯერებული“- ირაკლი კობახიძე ევროპის 17 ქვეყნის განცხადებაზე

ირაკლი კობახიძე პასუხობს 11 ივლისს ევროპის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ევროპელების მიერ გავრცელებული განცხადება „დეზინფორმაციით იყო გაჯერებული“.

ევროპის 17 ქვეყნის მოთხოვნას გაათავისუფლონ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, ასე პასუხობს:

„ის შეფასებები, რომლებსაც პოლიტიკოსების დაკავებაზე ამ წერილში ვკითხულობთ, აბსოლუტურად აცდენილია სინამდვილეს. იგივე ეხება მოძალადეების პატიმრობას, წერილის შესაბამისი პასაჟი დეზინფორმაციით არის გაჯერებული, რაც ძალიან სამწუხაროა“.

ირაკლი კობახიძე კვლავ ახსენებს ე.წ. „დიფ სტეიტს“ და ამბობს, რომ „ევროპულ სტრუქტურებსა და ბიუროკრატიაში მძლავრობს არაფორმალური მმართველობა“. ირაკლი კობახიძისთვის საქართველოსა და დასავლურ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაჯანსაღების ერთადერთი გზა აშშ-სა და ევროკავშირში „დიფ სტეიტის შესუსტებაა“.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ „დიფ სტეიტის“ დამარცხება აშშ-ში მის შესუსტებაზეა დამოკიდებული და ამ შემთხვევაში მისი გავლენა ევროპულ სტრუქტურებშიც შემცირდება.

„ევროპულ სტრუქტურებსა და ბიუროკრატიაში მძლავრობს არაფორმალური მმართველობა. ასეთ დროს, სამწუხაროდ, წაშლილია ყველანაირი მორალური ზღვარი – ნებისმიერი ტყუილი შეიძლება ჩაიწეროს, თუნდაც, ასეთი მაღალი დონის წერილში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები