სენაკში „სორტას საველე ბანაკის“ ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა სიტუაციური საველე სწავლება ჩაატარეს.
სწავლებაში, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, სპეციალური ოპერაციების სარდლობების, ეროვნული გვარდიის, სამხედრო დაზვერვისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების ცნობით, სწავლება დაზვერვის ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის შემოწმებას, საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებასა და ახალი სადაზვერვო საშუალებების პრაქტიკულ გამოცდას ისახავდა მიზნად.
სამხედროებმა სხვადასხვა საველე ტაქტიკური ამოცანები შეასრულეს, მათ შორის პირობითი მოწინააღმდეგის კონტროლირებად რაიონში შესვლა, რეიდი, დაზვერვა და ასე შემდეგ.
„მიზანია დაზვერვის ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადება, შემდეგ ამ მომზადების დონის შეფასება“, – აღნიშნა სწავლებაში მონაწილე უფროსმა სერჟანტმა გიორგი ტაბლიაშვილმა.