მთავარიმსოფლიოNATO„აფრიკული ლომი 2025“

„აფრიკული ლომი 2025“

აფრიკულ უდაბნოში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჯავშანმანქანები გამოჩნდნენ. წვრთნები დასრულდა. ეს სწავლება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მანევრები იყო აფრიკის კონტინენტზე. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 50-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 10 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. სამხედრო სწავლების დასახელებაა „აფრიკული ლომი“ და  ითვალისწინებდა მოქმედებებს ხმელეთზე, ცაში, ზღვასა და ასევე კოსმოსურ და კიბერსივრცეში.  

„სამხრეთ ფლანგზე თანამშრომლობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ჩვენ ყოველთვის გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები  ჩრდილოეთ აფრიკიდან ამ პროცესში არიან. გვაქვს საერთო ღირებულებები და გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს. ასე რომ, თუ ოდესმე კრიზისი ან სხვა ტიპის სიტუაცია განვითარდება, ჩვენ უკვე გვექნება ძალების თავსებადობა. ეს კი მიზნის ერთობლივად მიღწევის საშუალებას მოგვცემს“, – აღნიშნა გენერალმა ქრისტოფერ  დონაჰიუმ, იგი NATO–ს სახმელეთო ძალების სარდალია.

ნატოს სამხედრო მანევრები აფრიკის კონტინენტზე ოთხი ქვეყნის – განის, მაროკოს, ტუნისისა და სენეგალის ტერიტორიაზე გაიშალა. ეს იყო ბოლო პერიოდში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნა, რომელიც ამერიკის არმიის ლიდერობითა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეგიდით ჩატარდა.

წვრთნებში ჩართული იყო ტანკები, ჰაიმარსები, ქვეითი ძალა, საავიაციო და საზღვაო შეიარაღება. „აქ უკვე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ჩვენი პარტნიორებისგან. ეს, რა თქმა უნდა, ცალმხრივი  პროცესი არ არის. ვფიქრობ, ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთის მოქმედებებს, ვეცნობით პროცესებს, ვქმნით ურთიერთთავსებადობას, ვიგებთ ცოტა მეტს ერთმანეთის აღჭურვილობისა და ტექნიკის შესახებ და იმედია, ცოტათი უკეთ გავიგებთ ერთმანეთის მთავარ გამოწვევებსაც. ძალიან მარტივია სხვისი უსაფრთხოების პრობლემების შესახებ ვარაუდი, მაგრამ სანამ არ დაიწყებ მათთან საუბარს, რეალურად ვერ გაიგებ ამას“, – თქვა ბრიტანეთის არმიის ოფიცერმა მაიორმა ჰიუგო კართრაითმა.

2025 წელს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპულმა სარდლობამ სამხედრო სწავლებები მთელი ევროპის მასშტაბით ჩაატარა. Defender Europe – სწორედ ასე ერქვა სამხედრო მანევრების ციკლს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური ინფორმაციით, წვრთნები, სახელწოდებით „აფრიკული ლომი 2025“ სწორედ ამ ევროპული ციკლის ნაწილია. ბრიტანეთის არმიის ოფიცერმა მაიორმა კართრაითმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის ჩრდილოეთ აფრიკას დიდი მნიშვნელობა აქვს – „ეს ნაწილობრივ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ეს არის ნატოს სამხრეთი ფლანგი. აქ მდებარე ქვეყნებს ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდათ ერთმანეთთან, ახლა კი გადამწყვეტი როლიც აკისრიათ, რომ ნატოს უსაფრთხოება სამხრეთიდან იყოს დაცული. ამავდროულად, ჩვენც შეგვიძლია ჩრდილოეთიდან ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.

აფრიკაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ლიდერობით გამართული სამხედრო მანევრები დასრულდა. მონაწილეთა თქმით, ქვედანაყოფები რთული და მრავალდონიანი მანევრებისთვის უფრო უკეთ მოემზადნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend