მთავარისაქართველომორიგი სხდომა აქციებისას დაკავებული 8 პირის საქმეზე

მორიგი სხდომა აქციებისას დაკავებული 8 პირის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ბრალდების ორი მოწმე გამოიკითხა. მხარეთა კითხვებს უპასუხა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა მზია ცერაძემ. მან თქვა, რომ 2024 წლის 30 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე საპატრულო სამსახურის ორი ავტომობილი დაზიანდა და რომ ეს ავტომობილები „ძალადობრივმა ჯგუფებმა” დააზიანეს.

გამოიკითხა იოსებ მამადაშვილიც – თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც განაცხადა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ლითონისა და პლასტმასას ნაგვის ურნები დაზიანდა და ზარალმა 147 000 ლარი შეადგინა.

ამ სისხლის სამართლის საქმეში სამ ბრალდებულს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხუთს კი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

ბრალდების ვერცერთი მოწმე, რომელსაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს და სასამართლოს წინაშე უკვე გამოიკითხა, ვერ ამბობს, რომ ზიანი მას ბრალდებულთაგან რომელიმემ მიაყენა.

ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 6-დან 9 წლამდე, დანაშაულში მონაწილეობაში ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევსა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალს არცერთი მათგანი არ აღიარებს. ბრალდებულები და მათი უფლებადამცველები საქმეს პოლიტიკურ მოტივაციას უკავშირებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend