მთავარისაქართველოშსს-ს განცხადება ნარკოშემოწმების თაობაზე

შსს-ს განცხადება ნარკოშემოწმების თაობაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ცნობებს იმის თაობაზე, რომ სამართალდამცველებს აქტივისტები ნარკოშემოწმებაზე გადაჰყავთ.

უწყების ცნობით, ცრუ კამპანიაა ის, რომ სამართალდამცველები მხოლოდ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ან რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებს ამოწმებენ.

მათივე ცნობით, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გამკაცრებული კანონმდებლობის საფუძველზე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა. „აქედან ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა 240 პირს, რომელთა საქმეები გადაგზავნილია სასამართლოში”.

შსს-ს თქმით, 23-მა პირმა თავი აარიდა ნარკოლოგიურ შემოწმებას, „რომლებიც ისევე დაჯარიმდებიან, როგორც ნარკომომხმარებლები, რადგან ეს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმით არის გათვალისწინებული”.

შსს მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ ასეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე მოუწოდებენ მედიას „არათუ ხელი შეგვიშალონ, არამედ გაიზიარონ პასუხისმგებლობა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში”.

ორი დღეა სხვადასხვა აქტივისტი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ნარკოშემოწმებაზე გადაჰყავთ. ისინი ამ ფაქტს პოლიტიკური მოტივებით ხსნიან.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend