მთავარიევროპაუნგრეთიევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული ყოველწლიური ანგარიში წარადგინა

ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული ყოველწლიური ანგარიში წარადგინა

ევროკავშირში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას იუსტიციის კომისარმა განაცხადა, რომ უნგრეთს გასული ერთი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, არანაირი პროგრესი და რეაგირება არ ჰქონია ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის თაობაზე.

უნგრეთზე საუბრისას სხვა ხარვეზებთან ერთად ხაზგასმული იყო შეშფოთება პარტიების დაფინანსების, თვალთვალის, მედიის პლურალიზმის, მთავრობის საგანგებო უფლებამოსილებათა გადაჭარბებული გამოყენებისა და ასევე მოსამართლეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებზე ზეწოლის გამო.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ორბანსა და ევროკავშირის აღმასრულებელ შტოს შორის დაძაბულობამ იმატა, რაც მოიცავდა სხვადასხვა საკითხს, მათ შორის 2015 წელს მიგრანტების საკითხთან დაკავშირებულ რეაგირებას და ასევე უკრაინის მხარდაჭერის საკითხს.

„ძალზედ დიდ იმედგაცრუებას იწვევს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გასულ წელს გაცემული რეკომენდაციების შემდგომი პროგრესის შესახებ ანგარიშის წარდგენა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალზედ ყურადღებით ვაკვირდებით უნგრეთში არსებულ ვითარებას, და როგორც იცით, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 18 მილიონი ევროს სესხები და გრანტები არ არის უნგრეთისთვის ხელმისაწვდომი კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ვისურვებდი, რომ სხვაგვარად ყოფილიყო და რომ ეს თანხები ხელმისაწვდომი გამხდარიყო უნგრეთის მოსახლეობისთვის, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი პროევროპულია, რათა შეძლონ ამ სახსრებით სარგებლობა“, – აცხადებს ევროკომისარი იუსტიციის საკითხებში მაიკლ მაკგრათი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend