კატეგორიები

„გასულ წელს ტრამპი პუტინს მოსკოვის დაბომბვით დაემუქრა” – CNN

„გასულ წელს ტრამპი პუტინს მოსკოვის დაბომბვით დაემუქრა” – CNN

გასულ წელს დონალდ ტრამპი პუტინს დაემუქრა, რომ „მოსკოვს დაბომბავდა“- წერს CNN მისთვის მიწოდებულ აუდიოჩანაწერზე დაყრდნობით.

„პუტინს მე ვუთხარი: „თუ უკრაინაში შეხვალთ, მოსკოვს დავბომბავ. გეუბნებით, რომ არჩევანი არ მაქვს””, – თქვა ტრამპმა 2024 წლის ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე.  „შემდეგ [პუტინი] ამბობს: „არ მჯერა შენი“, მაგრამ მან 10%-ით დამიჯერა“.

მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, რომ მსგავსი გაფრთხილება ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს გადასცა ტაივანში შესაძლო შეჭრის შესახებ და უთხრა, რომ აშშ პეკინს დაბომბავდა საპასუხოდ.

„მას ეგონა, რომ გიჟი ვიყავი“, – თქვა ტრამპმა სი ძინპინზე და დასძინა: „ჩვენ არასდროს გვქონია პრობლემა“.

სამშაბათს, 8 ივლისს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კვლავ იმედგაცრუებულია ვლადიმერ პუტინით და დაიჩივლა, რომ რუსეთის ლიდერი აშშ-ს „ბევრ სისულელეს“ ეუბნება.

„მე პუტინით კმაყოფილი არ ვარ“, – თქვა კაბინეტის სხდომაზე. „ძალიან უკმაყოფილო ვარ მათით“.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე ტარიფების ამოქმედებას სამი დღით აჩერებს ტრამპის გადაწყვეტილება სამხრეთ კორეასთან ერთობლივი წვრთნების შემცირებაზე ფხენიანის პოზიციას არ ცვლის
სხვა ამბები