კატეგორიები

აქტივისტებისა და ოპოზიციონერების ნარკოლოგიური შემოწმება

აქტივისტებისა და ოპოზიციონერების ნარკოლოგიური შემოწმება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, თენგო თევზაძის განცხადებით, პოლიციამ ნარკოლოგიური შემოწმებისთვის კოალიციის წევრები როკო მწყერაშვილი და თინათინ ბოლოკაძე გააჩერა. სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, სამართალდამცველები ამავე მიზნით მას საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ.

მეორე დღეა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაჰყავთ.

გუშინ პოლიციამ „ძლიერი საქართველოს“ სამი წევრი – გენერალური მდივნის მოადგილე ოთო ფარულავა, კოალიციის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ლევან ჯორბენაძე და „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ბექა ბერიძიშვილი გადაიყვანა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე.

ოთო ფარულავას განცხადებით, მან და მისმა თანაგუნდელებმა პოლიციელების მოთხოვნაზე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანასთან დაკავშირებით კატეგორიული უარი განაცხადეს, რის შემდეგაც მათ სამართალდამცველებმა 4 საათი მისცეს, რათა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დამოუკიდებლად ჩაეტარებინათ ტესტირება. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ეს არ გაუკეთებიათ და რომ მათი პასუხი ცალსახაა: „ვამბობთ უარს იმ სიბინძურესა და ღირსების შემლახავ პრაქტიკაზე, რომლის საქართველოში დაბრუნებასაც ცდილობს რუსული რეჟიმი“, – განაცხადა ოთო ფარულავამ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები