საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარება დიდი მითია, რადგან საქართველოში „აღარ არსებობს არჩევნები”.
ის ყურადღებას ამახვილებს იმ ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია და ამბობს, რომ „ჩვენი ქვეყნის ინტერესები არავისგან დაცული არ არის” და ქვეყანა კარგავს იდენტობას, სუვერენიტეტს, თავისუფლებას და საქართველოში სუფევს „კრიმინალური მაფიოზური მუქარის დაშინების წესები”.
ამ პირობებში სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობა წარუმატებლობით დასრულდება, „თუ მივა ბოლომდე ეს არჩევნები”.
ამასთან მას მიაჩნია, რომ აზრი არ აქვს არც არჩევნების ბოიკოტს, რადგან ქართული ოცნება „შიშის, მუქარის პირობებში წაიყვანს ხალხს” არჩევნებზე.
სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ახლა ერთადერთი გამოსავალი ერთიანობაა, რაც „ბოლომდე ჩამოშლის უკვე ჩამოშლილი ოცნების რეჟიმს”.
მისივე თქმით, უნდა გაფართოვდეს და გაძლიერდეს წინააღმდეგობის პლატფორმა და შეიქმნას გარდამავალი მთავრობა, რომელიც „დაკომპლექტდება პროფესიონალებითა და ნაკლებად პოლიტიკოსებით”.
„ჩვენი საზოგადოების წუხილი არის, ესენი თუ არა აბა ვინ? – ამ კითხვაზე ვალდებულნი ვართ, პასუხი გავცეთ და დავანახოთ საზოგადოებას, ვინ იქნება ხვალ, როცა ეს დაწყებული ჩამოშლის პროცესი დასრულდება რეჟიმის ჩამოშლით”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში და დასძენს, რომ პლატფორმას სჭირდება სამოქმედო გეგმა, რომელიც ქართული ქარტიის სახით უკვე არსებობს.