მთავარისაქართველოთბილისში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს სიმბოლური მარში გაიმართა

თბილისში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს სიმბოლური მარში გაიმართა

დღეს, 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეა და სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე სიმბოლური მარში იმართება.

მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ამერიკა დემოკრატიისა და თავისუფლების მთავარი გარანტორია სამყაროში.

მათი განცხადებით, აშშ უკვე 34 წელია, მხარში უდგას საქართველოს და მისი მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაში გადამწყვეტია.

აქციის მონაწილეები აკრიტიკებენ „ქართული ოცნების” პოლიტიკას და აშშ-ს მოუწოდებენ, რომ დროულად მიიღონ მეგობარი აქტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend