კატეგორიები

სომხეთში დაკავებულია ვაჰაგნ ჩახალიანი

სომხეთში დაკავებულია ვაჰაგნ ჩახალიანი

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა დააკავა მოძრაობა „კამკის“ ლიდერი ვაჰაგნ ჩახალიანი. გამოცემა CivilNet-ის თანახმად, მისი პატიმრობა სომხეთში მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ მიერ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ტერაქტების მოწყობის საქმეზე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, ვაჰაგნ ჩახალიანი დაკავებულია სასამართლოსთვის გადაცემისა და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდების მიზნით.

წარსულში ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოში მოძრაობა „ჯავახკის“ ლიდერიც იყო. ის 2009 წელს მასობრივ არეულობაში თანამონაწილეობის, იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისა და ხულიგნობის მუხლებით დააკავეს. საქართველოს სასამართლომ აქტივისტს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2013 წელს ის ამნისტიით გამოუშვეს.

დაკავშირებული ამბები
დაღესტანში გასულ უქმეებზე კოკისპირულ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა პუტინმა ფაშინიანს მიანიშნა, რომ ევროინტეგრაცია და ევრაზიული კავშირის წევრობა შეუთავსებელია
სხვა ამბები