კატეგორიები

კოდორის ხეობის საქმის განხილვა დროებითი კომისიის სხდომაზე

კოდორის ხეობის საქმის განხილვა დროებითი კომისიის სხდომაზე

პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე კოდორის სპეცოპერაციის საქმე განიხილეს.

კომისიის შემადგენლობამ საქართველოს შეიარაღებული ძალების პილოტ იმედა მაისურაძეს მოუსმინა. მან სხდომაზე თქვა, რომ იმდროინდელმა ხელისუფლებამ ის დააკავა და ფოთში გადაიყვანა მას შემდეგ, რაც არ შეასრულა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დავალება, კოდორის ხეობაში ნორა და ემზარ კვიციანების სახლების განადგურების შესახებ. იმედა მაისურაძე ამბობს, რომ ამ დავალების შეუსრულებლობისთვის, სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ის ღალატში დაადანაშაულეს.

„დამაკავეს და წამიყვანეს ფოთში, მოღალატე ხარ და უნდა გაგასამართლოთო, დავალება არ შეასრულეთ, მოღალატეები ხართო. სენაკში სამხედრო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. ოქრუაშვილი ამ პერიოდიდან უკვე ჩაეხსნა ყველაფერს ჩვენთან ურთიერთობაში. სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა მითხრეს, სამშობლოს მოღალატე, უვარგისი მფრინავი ხართო… მარტო მე დამიჭირეს, დანარჩენი მფრინავები არ დაუჭერიათ. გავყავდი დაკითხვაზე, რაღაცებს მაბრალებდნენ. ისეთ რაღაცებს ამბობდნენ, რაც სრული სისულელე იყო, თითქოს ემზარ კვიციანისგან რაღაც თანხა მქონდა აღებული და ამიტომ არ ვისროლე. არავითარი ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა, ძირითადად იყო ლანძღვა…“ – თქვა შეიარაღებული ძალების პილოტმა იმედა მაისურაძემ.

1-ელ ივლისს კომისიამ ასევე გამოჰკითხა კოდორის ხეობის მკვიდრი თორნიკე გერლიანი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები