მთავარისაქართველო„ევროკავშირმა საქართველოში მედიის წინააღმდეგ უპრეცედენტო რეპრესიებზე დაუყოვნებელი რეაგირება უნდა მოახდინოს“ - IPI

„ევროკავშირმა საქართველოში მედიის წინააღმდეგ უპრეცედენტო რეპრესიებზე დაუყოვნებელი რეაგირება უნდა მოახდინოს“ – IPI

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ევროკავშირმა საქართველოში მედიის წინააღმდეგ უპრეცედენტო რეპრესიებზე დაუყოვნებელი რეაგირება უნდა მოახდინოს. მათი განცხადებით, რეპრესიული კანონების მიღებისა და პრესაზე თავდასხმების ფონზე საქართველოში მედია უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი საერთაშორისო საზოგადოებას, კერძოდ, ევროკავშირს დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ მოუწოდებს, რათა ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე,” ასევე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და მოსამართლეებზე.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ასევე აცხადებს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს ჟურნალისტების შესაძლებლობას, გააშუქონ სასამართლო პროცესები. განცხადებაში ასევე საუბარია მზია ამაღლობელის შესახებაც.

„23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტისა და მედიადირექტორის, მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და მისი დაცვის მხარის შუამდგომლობა უარყო, პატიმრობის უფრო მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიებით შეცვლის შესახებ. ციხეში ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მისი შიმშილობის დროს 4 და 6 თებერვალს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება აჩვენა: მარჯვენა თვალში მხედველობა 30%-დან 10%-მდე დაეცა, ხოლო მარცხენა თვალში მხედველობის დაახლოებით 4% შენარჩუნდა”, – წერია პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend