მთავარიმსოფლიოკავკასიაბაქოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

ბაქოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაქოში დააკავა ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთა შემადგენლობაშიც რუსეთის მოქალაქეები არიან. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, მათ ბრალად ედებათ ირანიდან ნარკოტიკული საშუალებების ქვეყანაში შემოტანა და ნარკოტიკებით ვაჭრობა.

აზერბაიჯანის შსს-ს ცნობით, დამნაშავეები ნარკოტიკებს ინტერნეტის საშუალებით ყიდდნენ და ასევე მხილებულნი არიან კიბერთაღლითობაშიც. მედიის ცნობით, არაკანონიერ ქმედებაში რუსეთის მოქალაქეებიც იყვნენ გარეული, ამჟამად გამოძიების ფარგლებში ოპერატიული სამუშაოები გრძელდება. მოსკოვი ფაქტს ჯერ არ გამოხმაურებია.

ბოლო დღეებია დაძაბულია დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს მოჰყვა ეკატერინბურგში აზერბაიჯანელი მოქალაქეების დაკავებას, რა დროსაც ორი მათგანი დაიღუპა.

მალევე აზერბაიჯანმა ქვეყანაში გააუქმა რუსული ღონისძიებები, ხოლო რეიდი ჩაატარა პროპაგანდისტული მედიის, „სპუტნიკის”, ოფისში.

მოსკოვშიც და ბაქოშიც დიპლომატები გამოიძახეს განმარტებებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:26
spot_imgspot_img
Send this to a friend