კატეგორიები

ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს

ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს

ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს. საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ოპოზიციონერმა ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და მედიას უთხრეს, რომ 8 ოპოზიციური პარტია 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტზე შეთანხმდა. ამ პარტიებს შორის არ არიან „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო ძლიერი საქართველო“.

ელენე ხოშტარიამ წაიკითხა საგანგებო განცხადება და თქვა, რომ ოპოზიციის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლებას „ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის“.


.

„8 ოპოზიციური პარტია შევთანხმდით წინააღმდეგობის ახალ ეტაპზე: სრული ართანამშრომლობა რეჟიმთან, უარი ადგილობრივ არჩევნებს, ერთობა რეჟიმის წინააღმდეგ, ბრძოლის ერთიანი სტრატეგია ქვეყნის შიგნით და გარეთ. საზოგადოებას შევთავაზეთ ბრძოლის ცხადი გზა და ახლა ვანახებთ მოქმედებას – სისტემა უნდა დაინგრეს“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

ოპოზიციონერმა ლიდერმა შიმშილობა 27 ივნისს დაიწყო. 29 ივნისს კი განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტდა იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია უარს იტყოდა არჩევნებში მონაწილეობაზე.

ამ დროისთვის 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ შემდეგი ოპოზიციური პარტიები:

– „თავისუფლების მოედანი“
– „ევროპული საქართველო“
– „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
– „სტრატეგია აღმაშენებელი“
– „ახალი“
– „გირჩი-მეტი თავისუფლება“
– „დროა“
– „ფედერალისტები“.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები